მადონას შვილი, 24 წლის ლორდეს ლეონი Swarovski-ის კამპანიის სახე გახდა

მადონას შვილი, 24 წლის ლორდეს ლეონი Swarovski-ის კამპანიის სახე გახდა

მადონას შვილი, 24 წლის ლორდეს ლეონი Swarovski-ის კამპანიის სახე გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Daily Mail ავრცელებს.

Vogue-ის გარეკანის გოგო, ღია მწვანე ზედასა და ჯინსებში Swarovski-ის ახალ კამპანიაში გამოჩნდა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მადონასა და კარლოს ლეონის შვილი Swarovski-ის იმ ახალ კოლექციას წარადგენს, რომელიც ყველა კულტურისა და ორიენტაციის ხალხს წარმოადგენს.

„მოდელი, მსახიობი, ლინგვისტი, აკადემიკოსი, აქტივისტი ლორდესი სვაროვსკის სულს პერსონიფიცირებს“, - წერია კომპანიის განცხადებაში.

ლეონი მოდის სამყაროსთან პირველად არ აქვს შეხება. მას ადრეც მიუღია მონაწილეობა ისეთი ბრენდების კამპანიებში, როგორიცაა სტელა მაკარტნი, მარკ ჯეიკობსი და ბევრი სხვა.

ბოლო დროს, ის ერთ-ერთი იყო იმ სუპერმოდელებს შორის, რომელმაც Vogue-ის სექტემბრის გამოცემაში მიიღო მონაწილეობა.

მასთან ერთად Vogue-ის გარეკანზე მოხვდნენ ბელა ჰადიდი, კაია გერბერი და ანოკ აი.