არიანა გრანდეს სილამაზის ხაზი სავარაუდოდ იმაზე ადრე გამოვა, ვიდრე ამას ფანები ფიქრობენ,- ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა People ავრცელებს.
ოთხშაბათს, R.E.M. Beauty-ის ინსტაგრამ და ვებგვერდი გამოჩნდა. როგორც ჩანს ბრენდი 28 წლის მომღერლის მიერ 2018 წელს გამოშვებული ალბომის sweetener-ის ერთ-ერთი სიმღერის სახელს ატარებს. ახლა კი, ნიუ-იორკში ტაიმ სკვერზე სილამაზის ხაზის რამდენიმე ბილბორდი გამოჩნდა წარწერით „ R.E.M. მოდის“.
ამ დროისთვის, R.E.M.-ის გვერდზე მხოლოდ ერთი პოსტია, მაგრამ როგორც გულშემატკივრებმა შენიშნეს, გვერდი მომღერლის დედა ჯოან გრანდესა და მის ერთ-ერთ სტილისტს ეშ ქეი ჰოლმსს აქვს გამოწერილი.
მომღერალს ბრენდის შესაძებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია. თუმცა მომღერლის ახლო მეგობარმა, დუგ მიდელბრუკმა, რომელიც გრანდეს ქორწილსაც ესწრებოდა, ინსტაგრამზე ბილბორდის წინ გადაღებული სელფი გამოაქვეყნა და არიანა მონიშნა.
ეს არ იქნება პირველი შემთხვევა, როცა გრანდე მუსიკალური ინდუსტრიის მიღმა განაგრძობს კარიერას. მომღერალი 2015 წლიდან სუნამოებს აწარმოებს. სუნამოების შემოსავლებმა პირველ ორ წელიწადში 150 მილიონ დოლარს მიაღწია.