ჯანმოს დირექტორი: შემოდგომაზე ემზადეთ ახალი პანდემიისთვის

ჯანმოს დირექტორი: შემოდგომაზე ემზადეთ ახალი პანდემიისთვის

მსოფლიო საზოგადოება უახლოესი სამი თვის განმავლობაში ახალი პანდემიისთვის უნდა მოემზადოს, განაცხადა - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე.

„მომდევნო სამი თვე კრიტიკული პერიოდი იქნება მომავალი პანდემიისთვის მოსამზადებლად და მასზე რეაგირების ღონისძიებების ორგანიზებისთვის", - აღნიშნა მან.

ჯანმოს გენდირექტორის თქმით, მსოფლიოში COVID-19-ით დაავადებებისა და სიკვდილიანობის მიხედვით სიტუაცია დასტაბილურდა, მაგრამ ეს სტაბილიზაცია ძალიან მაღალ დონეზეა შენარჩუნებული - დაავადების 4,5 მლნ შემთხვევა და 68 ათასი გარდაცვლილი