სალომე სამადაშვილი: ჩვენი პარტნიორების პოზიცია არის, რომ „ქართულ ოცნებას“ ვალდებულებების შესრულებას მოსთხოვენ და ამას მოლაპარაკებები არ სჭირდება

სალომე სამადაშვილი: ჩვენი პარტნიორების პოზიცია არის, რომ „ქართულ ოცნებას“ ვალდებულებების შესრულებას მოსთხოვენ და ამას მოლაპარაკებები არ სჭირდება

ვალდებულებები, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ აიღო, ძალაში რჩება, რამდენჯერაც არ უნდა გამოაცხადონ, რომ ცალმხრივად გადიან ამ შეთანხმებიდან - ჩვენი პარტნიორების პოზიცია არის, რომ „ქართულ ოცნებას“ ამ ვალდებულებების შესრულებას მოსთხოვენ და ამას მოლაპარაკებები არ სჭირდება,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს „მიშელის კაბინეტთან“ საპარლამენტო ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ ვითარება იმ მდგომარეობამდე მიიყვანა, რომ პარტნიორები იძულებულები არიან იმსჯელონ იმ ფინანსური დახმარების შეჩერებაზე, რომელიც საქართველოსთვის იყო განკუთვნილი.

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომ შეთანხმება ცალმხრივ რეჟიმში გამოაცხადეს გაუქმებულად, საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ ურთიერთობებს ევროკავშირთან და არა მხოლოდ. ეს გადაწყვეტილება ასევე საფრთხეს უქმნის იმ დახმარებას, რომელიც არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული მოქალაქისთვის. „ქართულმა ოცნებამ“ ვითარება მიიყვანა იმ მდგომარეობამდე, რომ დღეს ჩვენი პარტნიორები იძულებულები არიან იმსჯელონ იმ ფინანსური დახმარების შეჩერებაზე, რომელიც გაკუთვნილი იყო ჩვენი ქვეყნისთვის. იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ ღიად და აშკარად არღვევს ყველა იმ პირობას, რა პირობაც მისცა ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს. ეს შედის ერთადერთი რუსეთის ინტერესებში, რუსეთს პროპაგანდა აქტიურად გამოიყენებს ამ შესაძლებლობას, რათა კიდევ ერთხელ განაცხადოს, რომ საქართველოს ევროპასთან ურთიერთობის თვალსაზრისით მომავალი არ აქვს და ეს არის რეალურად „ქართული ოცნების“ ამოცანა, რომელიც ერთი მხრივ საუბრობს ევროპასთან დაახლოებაზე და მეორე მხრივ ქმნის, შეიძლება ითქვას, დაუძლეველ დაბრკოლებებს ევროკავშირთან ჩვენს ურთიერთობაში. ეს რეალობაა დღეს ჩვენ წინაშე, რომელიც უნდა შევცვალოთ არჩევნებზე, ხელისუფლებიდან „ქართული ოცნების“ გასტუმრებით. ჩვენს ქვეყანას სხვა გზა ჩვენი ევროატლანტიკური მომავლის უზრუნველსაყოფად არ აქვს“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.