ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ჩართულია უკანონო მიგრაციის ხელშეწყობაში, ჩათვალეთ, რომ ძირს უთხრის საქართველოს საერთო განვითარებას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟენევაში, ჟურნალისტებთან საუბრისას.
მან კომენტრი გააკეთა თაღლითობის ბრალდებით „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის დაკავების ფაქტზე.
„ზოგადად, ფაქტი, რასაც ეხება და ბრალდებაა წარდგენილი, ეხება უკანონო მიგრაციას, რაც ერთი მხრივ, დღევანდელ მსოფლიოში გამოწვევაა და მეორე მხრივ, ზუსტად ეს საკითხია სინამდვილეში, რაც მნიშვნელოვანია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლისთვის, რომ საქართველომ არ დაუშვას უკანონო მიგრაცია. ასე, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ჩართულია უკანონო მიგრაციის ხელშეწყობაში, ჩათვალეთ, რომ ძირს უთხრის საქართველოს საერთო განვითარებას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი დააკავეს.