შალვა პაპუაშვილი ჟენევაში ვიზიტზე: მქონდა შესაძლებლობა პანელური დისკუსიის ფარგლებში, ისევე, როგორც გენერალური დებატების ფარგლებში მესაუბრა გამჭვირვალობის მნიშვნელობაზე. სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევის დაუშვებლობაზე

შალვა პაპუაშვილი ჟენევაში ვიზიტზე: მქონდა შესაძლებლობა პანელური დისკუსიის ფარგლებში, ისევე, როგორც გენერალური დებატების ფარგლებში მესაუბრა გამჭვირვალობის მნიშვნელობაზე. სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევის დაუშვებლობაზე

მქონდა შესაძლებლობა პანელური დისკუსიის ფარგლებში, ისევე, როგორც გენერალური დებატების ფარგლებში მესაუბრა გამჭვირვალობის მნიშვნელობაზე. სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევის დაუშვებლობაზე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟენევაში, ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, პარლამენტების სპიკერების მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში მას ჰქონდა შესაძლებლობა სიტყვით გამოსულიყო და ყურადღება გაემახვილებინა ისეთ საკითხებზე, რომელიც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია.

დღეს პარლამენტების სპიკერების მსოფლიო კონფერენციის ძირითადი დღე არის, სადაც როგორც გენერალური დებატები მიმდინარეობს, ისე - სხვადასხვა პანელური დისკურია. მქონდა შესაძლებლობა პანელური დისკუსიის ფარგლებში, ისევე, როგორც გენერალური დებატების ფარგლებში გამოვსულიყავი კოლეგების წინაშე და მესაუბრა საქართველოს გადმოსახედიდან იმ საკითხებზე, რომელიც მნიშვნელოვანი არის, რომ ასეთი ფორმაციის დროს ხაზი გაესვას. ძირითადად ვისაუბრეთ გამჭვირვალობის მნიშვნელობაზე. სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევის დაუშვებლობაზე, რაც არის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა ქვეყნების მშვიდობიანი განვითარებისა. ჩვენ მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიცვალა ადმინისტრაცია, პირველი აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც ახალმა პრეზიდენტმა მიიღო ეხებოდა ზუსტად ამ საკითხს და პირველივე წინადადება, რითაც იწყება აღმასრულებელი ბრძანება, არის, რომ უცხოური დახმარება გამოიყენებოდა სხვა ქვეყნების დესტაბილიზაციისთვის და ეს უნდა დასრულდეს. ამიტომ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი არის ასეთი ფორმატების გამოყენება, სადაც 100-ზე მეტი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეა წა