ვიყავი, ვარ და ვიქნები „ქართული ოცნების“ წევრი და ეს არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება. ჩემთვის ეს კაცი არის ქართველობის, ღირსების, ადამიანობის მაგალითი, თუ როგორ უნდა უყვარდეს ადამიანს ქვეყანა, სამშობლო და თავისი ხალხი“ - განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ და მე - 9 მოწვევის პარლამენტის წევრმა ჯუმბერ იზორიამ, ჩხოროწყუში ,,ქართული ოცნების’’ მერობის კანდიდატის დათო გოგუას წარდგენისას.
,,ჩემთვის დიდი პატივია თქვენ წინაშე წარვდგე, თქვენს წინაშე როგორც ჩხოროწყუს ერთ–ერთი რიგითი მოქალაქე და ამით ვარ ამაყი. ოცდაათი წლის განმავლობაში სახელმწიფო სამსახურში ვმუშაობდი და არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ. ,,ქართული ოცნების’’ წევრი 2012 წელს გავხდი, როდესაც ბატონი ბიძინა ხელისუფლებაში მოვიდა და გავთავისუფლდით იმ მართლა მავნებელი ძალისგან, რომელსაც მართვა ერქვა თუ დიქტატურა სახელსაც ვერ დავარქმევ. ვიყავი, ვარ და ვიქნები ამ პარტიის წევრი და ეს არის ბატონი ბიძინას დამსახურება. ჩემთვის ეს კაცი არის ქართველობის, ღირსების, ადამიანობის მაგალითი, თუ როგორ უნდა უყვარდეს ადამიანს ქვეყანა, სამშობლო და თავისი ხალხი. ბატონმა ბიძინამ ეს დაამტკიცა და ყველა ქართველს მინდა ვთხოვო, მივბაძოთ, როგორ შეიძლება შევიყვაროთ ქვეყანა და ხალხი. მე კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო ჩხოროწყუს და ჩხოროწყუელებს, არასოდეს არცერთი არჩევნების ჩვენ არ გადაგვიხვევია ღირსებისთვის და კაცობისთვის, ადამიანობა გვედგა პირველ რიგში და დღესაც ასე უნდა გავაგრძელოთ. ბატონო დავით, მე მგონი წინასწარ შემიძლია მოგილოცოთ მერობა“ - განაცხადა ჯუმბერ იზორიამ.