ბელგიაში ქალი შიმპანზესთან რომანის გამო ზოოპარკიდან გააძევეს

ბელგიაში ქალი შიმპანზესთან რომანის გამო ზოოპარკიდან გააძევეს

ბელგიაში ქალი შიმპანზესთან რომანის გამო ზოოპარკიდან გამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას TMZ ავრცელებს.

ქალი, სახელად ედი ტიმერსმანი, ანტვერპენის ზოოპარკიდან მამრ შიმპანზესთან, ჩიტასთან 4-წლიანი „რომანის“ შემდეგ გამოაძევეს.

აღმოჩნდა, რომ ქალი ყოველ კვირა შიმპანზესთან მიდიოდა და მინის მიღმა მყოფ პრიმატს საათობით ეკონტაქტებოდა. ქალს შიმპანზის ნახვა აეკრძალა, რის მთავარ მიზეზადაც ჩიტაზე მოხდენილი ზეგავლენა სახელდება. ზოოპარკის თანამშრომლების თქმით, ადამიანთან საათობით კონტაქტის გამო მაიმუნი სხვა შიმპანზეებთან ურთიერთობას ვეღარ ახერხებდა. მათი განმარტებით, ჩიტა საათობით ვიზიტების შედეგ იზოლირებული გახდა, ასეთი რამ კი მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც მაიმუნი ადამიანთან ზედმეტად ახლო ურთიერთობას ამყარებს.

ტიმერსმანსა და ჩიტას შორის კონტაქტი ფიზიკური არასდროს ყოფილა, ისინი მხოლოდ საჰაერო კოცნითა და ხელის დაქნევით კონტაქტობდნენ. ასე რომ, მაიმუნთან ქალს სექსუალური კონტაქტი არ დაუმყარებია.

ტიმერმანი აკრძალვით უკმაყოფილოა და ამბობს, რომ უსამართლობაა ჩიტას ნახვის უფლება რომ არ აქვს მაშინ, როდესაც ამას სხვები თავისუფლად შეძლებენ. მისივე თქმით, მაიმუნი ერთადერთია, რაც მას ცხოვრებაში გააჩნია.