Nirvana-ს ალბომის ყდაზე ჩვილობისას გამოსახული კაცი ჯგუფს ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებაში ადანაშაულებს

Nirvana-ს ალბომის ყდაზე ჩვილობისას გამოსახული კაცი ჯგუფს ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებაში ადანაშაულებს

ლოს-ანჯელესის მკვიდრი, 30 წლის სპენსერ ელდენი, რომელიც Nirvana-ს ცნობილი ალბომის, Nevermind-ის ყდაზეა გამოსახული, ჯგუფის ყოფილ მონაწილეებს სასამართლოში უჩივის და ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებაში ადანაშაულებს.

Pitchfork-ის ინფორმაციით, სარჩელზე მოპასუხეებად კურტ კობეინის მემკვიდრეები, Nirvana-ს ბასისტი კრისტ ნოვოსელიჩი, დრამერები დეივ გროლი და ჩედ ჩენინგი, ყდის ავტორი კირკ უედლი, დიზაინერი რობერტ ფიშერი და ხმის ჩამწერი კომპანიები Universal-ი, Geffen-ი, Warner-ი და MCA.

თითოეული მოპასუხისგან ელდენი კომპენსაციის სახით 150 ათასი დოლარის გადახდას ითხოვს. მისი განცხადებით, მშობლებმა ფოტოსესიაში მისი მონაწილეობის სანაცვლოდ 200 დოლარი მიიღეს, თუმცა არასდროს გაუციათ თანხმობა ფოტოს კომერციული გამოყენებისთვის.

Nevermind-ი 1991 წლის სექტემბერში გამოვიდა და ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუსიკალური ალბომი გახდა.