კანიე უესტი და ირინა შეიკი დაშორდნენ

კანიე უესტი და ირინა შეიკი დაშორდნენ

ამერიკელი მუსიკოსის კანიე უესტისა და მოდელ ირინა შეიკის რომანი დასრულდა. ამის შესახებ Harper's Bazaar-ი წერს.

გამოცემის წყაროს ცნობით, წყვილის ურთიერთობა სერიოზული არასოდეს ყოფილა.

„კანიე ალბომზე მუშაობით იყო დაკავებული, თავისუფალ დროს კი ბავშვებთან ატარებდა. ახლა პაემნებზე სიარულის შესაძლებლობა არ აქვს. თუმცა ფიქრობს, რომ ირინა არაჩვეულებრივია. ისინი მეგობრებად დარჩნენ“, - ჰყვება წყარო.

თავისი როლი მანძილმაც ითამაშა. უესტი ლოს-ანჯელესში ცხოვრობს, შეიკი კი ნიუ-იორკში და საცხოვრებელი ადგილის შეცვლას არცერთი მათგანი არ აპირებს.

ირინა შეიკისა და კანიე უესტის რომანის შესახებ ცნობები მაისში გავრცელდა. ირინა შეიკი ბრედლი კუპერს 2019 წელს დაშორდა. წყვილს ერთი შვილი, 4 წლის ლია დი სეინი ჰყავთ.