The Rolling Stones-ის დრამერი ჩარლი უოტსი გარდაიცვალა

The Rolling Stones-ის დრამერი ჩარლი უოტსი გარდაიცვალა

ლეგენდარული როკ-ჯგუფის, The Rolling Stones-ის დრამერი ჩარლი უოტსი გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ის 80 წლის იყო. მუსიკოსის წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ უოტსი ლონდონის ერთ-ერთ კლინიკაში, ოჯახის გარემოცვაში გარდაიცვალა.

დრამერის გარდაცვალების მიზეზზე ცნობები არ ვრცელდება.

უოტსი The Rolling Stones-ში 1963 წლიდან უკრავდა.