ესპანეთში დინოზავრების ახალ სახეობას სახელი ანდრეს ინიესტას პატივსაცემად შეარქვეს

ესპანეთში დინოზავრების ახალ სახეობას სახელი ანდრეს ინიესტას პატივსაცემად შეარქვეს

ესპანეთის ქალაქ ბურგოსში პალეონტოლოგებმა დინოზავრების ახალი სახეობა აღმოაჩინეს, რომელსაც ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელის, ანდრეს ინიესტას პატივსაცემად Iniestapodus burgensis („ინიესტას ფეხი ბურგოსიდან“) შეარქვეს. ამის შესახებ ესპანური გამოცემა Marca წერს.

დინოზავრი-ზაუროპოდი ოთხფეხა ბალახისმჭამელი დინოზავრების ჯგუფს მიეკუთვნება, ამ ტიპის დინოზავრებისთვის დამახასიათებელი სამი კლანჭის ნაცვლად მას ოთხი კლანჭი აქვს.

„როგორც ბურგოსში გაიწელა დინოზავრების ყოფნის კვალი მილიონობით წელიწადზე, ასევე ანდრეს ინიესტას ნიჭი და წარმატებები ესპანური და მსოფლიო ფეხბურთის ფუნდამენტურ ისტორიას წარმოადგენს“, - აცხადებენ პალეონტოლოგები.