მომღერალი ბიონსე ქმართან Jay-Z-სთან ერთად საიუველირო სახლის Tiffany რეკლამაში გადაიღეს. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მომღერალს შავი კაბა ეცვა და Tiffany-ს ლეგენდარული კოლიე ეკეთა, 128-კარატიანი ყვითელი ბრილიანტით. ქვა კომპანიის დამფუძნებელმა, ჩარლზ ტიფანიმ 140 წლის წინ, სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინა. მას შემდეგ კოლიე მხოლოდ 3 ქალს ეკეთა - აქტივის მერი უაითჰაუსს, მსახიობ ოდრი ჰეპბერნეს და მომღერალ ლედი გაგას. ამასთან ბიონსე პირველი შავკანიანი ქალია, ვინც ბრილიანტი მოირგო.