ქალები გაზიან სასმელს და ყავას უნდა უფრთხოდნენ

ქალები გაზიან სასმელს და ყავას უნდა უფრთხოდნენ

ბრიტანელი მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ გაზიანი სასმელების ხშირი მიღება ქალებს ოსტეოპოროზით დაავადებას უქადის.

ეს მეტად მზაკვარი და საშინელი სენია, რომელიც ძვლის ქსოვილის დაშლას იწვევს. ამის გამო კი ძვლები მეტად მყიფე და ადვილად მსხვრევადი ხდება.

საერთო მაჩვენებლების მიხედვით, ოსტეოპოროზის საფრთხე მსოფლიოში ემუქრება სამიდან ერთ ქალს და თორმეტიდან ერთ კაცს.

გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ქალებს, რომლებიც ყოველდღე მიირთმევენ ტკბილ გაზიან სასმელებს, ძვლის სიმკვრივე გაცილებით დაბალი აქვთ, ვიდრე ნატურალური წვენის ან ჩაის მოყვარულთ.

მეცნიერთა აზრით, ოსტეოპოროზით დაავადების რისკი მატულობს კოფეინის ზემოქმედებითაც.

ამ ცნობის წაკითხვის შემდეგ არჩევანის გაკეთება, ალბათ, ძნელი არ უნდა იყოს, თუმცა, ყავის მოყვარულთ მისი დათმობა ძალიან გაუჭირდებათ.