„თუ ანტიქრისტემ ვინმეს დაჩიპვა გადაწყვიტა, ამას შესანიშნავად მოახერხებს კორონა ვირუსის ვაქცინის გარეშეც",- ამის შესახებ მღვდელ-მონაზონი ლეონიდე ებრალიძე სოციალურ ქსელში წერს. იგი ანტივაქსერებსკითხვით მიმართავს.
„მსოფლიოში ყოველწლიურად საშუალოდ თექვსმეტი მილიარდი სამედიცინო ნემსი გამოიყენება, ანუ დაახლოებით ამდენივე სხვადაახვა სახისა და დანიშნულების ინექცია კეთდება.
ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ანტიქრისტემ ვინმეს დაჩიპვა გადაწყვიტა, ამას შესანიშნავად მოახერხებს კორონა ვირუსის ვაქცინის გარეშეც, მაქსიმუმ სამ წელში.
დიდი საიდუმლო, რომელსაც ვერ ჩავწვდი, იმაში მდგომარეობს, რატომ აირჩია ანტიქრისტემ ჩიპების გადასანერგად მაინც და მაინც კორონას ვაქცინა?! იქნებ დამეხმაროთ, ანტივაქსერებო",- წერს მღვდელ-მონაზონი.