ბატონი სეფაშვილი, ბატონი ელისაშვილი და ა.შ. - ჩვენ ნამდვილად ვინატრებდით, რომ ასეთი კანდიდატი დააყენონ საერთო კანდიდატად, ვინაიდან ძალიან ცოტა ძალისხმევა დაგვჭირდებოდა იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ

ბატონი სეფაშვილი, ბატონი ელისაშვილი და ა.შ. - ჩვენ ნამდვილად ვინატრებდით, რომ ასეთი კანდიდატი დააყენონ საერთო კანდიდატად, ვინაიდან ძალიან ცოტა ძალისხმევა დაგვჭირდებოდა იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ

დაპირისპირება არის ამ პარტიის წევრებს შორის. კი, რა თქმა უნდა ისინი ერთი ვერტიკალიდან იმართებიან, თუმცა ყველა სურს, რომ ამ გარე ძალების ფავორიტი იყოს, - განაცხადა ფრაქცია ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანმა. ამ კომენტარით დეპუტატი გამოეხმაურა ოპოზიციაში მიმდინარე შიდა პარტიულ დაპირისპირებას.

რა ინფორმაციებიც გამოდის მათი პარტიებიდან კანდიდატებზე - ბატონი სეფაშვილი, იგივე ბატონი ელისაშვილი და ასე შემდეგ - ჩვენ ნამდვილად ვინატრებდით, რომ ასეთი კანდიდატი დააყენონ საერთო კანდიდატად, ვინაიდან ძალიან ცოტა ძალისხმევა დაგვჭირდებოდა იმისთვის, რომ პირველივე ტურში გავიმარჯვოთ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ქრონიკის“ ინფორმაციით, ამ დროისთვის ლელო საქართველოსთვის“, თბილისის მერობის კანდიდატად ალეკო ელისაშვილისა და მერაბ სეფაშვილის კანდიდატურებს განიხილავს, რასაც გიორგი გახარია არ ეთანხმება.