ილონ მასკმა Tesla Bot -ი  წარადგინა - რა შეეძლება ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილ ჰუმანოიდს? (ვიდეო)

ილონ მასკმა Tesla Bot -ი  წარადგინა - რა შეეძლება ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილ ჰუმანოიდს? (ვიდეო)

ილონ მას­კის გან­ცხა­დე­ბით, Tesla გეგ­მავს შექ­მნას ჰუ­მა­ნო­ი­დი რო­ბო­ტი Tesla Bot -ი, რო­მე­ლიც ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტით იქ­ნე­ბა აღ­ჭურ­ვი­ლი. სა­ვა­რა­უ­დოდ რო­ბო­ტის წარ­მო­ე­ბა უკვე მო­მა­ვა­ლი წლის­თვის გახ­დე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

Tesla Bot - ი ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის სის­ტე­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით კომ­პა­ნი­ის მიერ აქამ­დე გა­მო­ცე­მულ სრუ­ლი თვით­მა­ვა­ლი სის­ტე­მის მარ­თვა­საც შეძ­ლებს (მა­გა­ლი­თად, ავ­ტო­მო­ბი­ლის "ტეს­ლა").

172 სმ სი­მაღ­ლის და 56 კგ-იანი ან­თრო­პო­მორ­ფუ­ლი რო­ბო­ტი აღი­ჭურ­ვე­ბა ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტით და მთვლე­ლე­ბით. მას­კის თქმით, ბოტი გა­მო­ი­ყე­ნებს Tesla Autopilot პროგ­რა­მულ უზ­რუნ­ველ­ყო­ფას. აღ­ჭურ­ვი­ლი იქ­ნე­ბა ქსელ­ში გა­დამ­ცე­მი რვა კა­მე­რით, რო­მე­ლიც "ტეს­ლამ" თა­ვი­სი FSD პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის­თვის შე­ი­მუ­შა­ვა.

ბო­ტის ე.წ. ნერ­ვუ­ლი ქსე­ლი ადა­მი­ა­ნის ტვი­ნის ფუნ­ქცი­ებს მი­ბა­ძავს, სწო­რედ ეს ინო­ვა­ცი­უ­რი ტექ­ნო­ლო­გია მის­ცემს ჰუ­მა­ნო­იდ რო­ბოტს სა­შუ­ა­ლე­ბას, თა­ვი­სი კა­მე­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­ა­ა­ნა­ლი­ზოს გა­რე­მო­ე­ბა და გან­სა­ზღვროს რა უნდა გა­ა­კე­თოს, რო­დე­საც ის დაბ­რკო­ლე­ბებს შეხ­ვდე­ბა.

”ჩვე­ნი მან­ქა­ნე­ბი ნა­ხევ­რად ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი რო­ბო­ტე­ბი არი­ან. ამ ტექ­ნო­ლო­გი­ით ეკო­ნო­მი­კა სე­რი­ო­ზულ სარ­გე­ბელს მი­ი­ღებს. მო­მა­ვალ­ში უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ე­ნი­ჭე­ბა ფი­ზი­კურ სა­მუ­შა­ოს. რო­ბო­ტე­ბი შეძ­ლე­ბენ მარ­ტი­ვი და რუ­ტი­ნუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბას", - თქვა მასკმა.

პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ პრო­ტო­ტი­პი Tesla Bot -ი მსუ­ბუ­ქი მა­სა­ლე­ბის­გან აი­წყო­ბა. სა­ხის ნაც­ვლად მას ექ­ნე­ბა მო­ნი­ტო­რი. 40 ელე­მენ­ტის წყა­ლო­ბით კი 8 კმ/სთ სიჩ­ქა­რით სი­ა­რუ­ლი შე­ეძ­ლე­ბა. აწევს 20 კგ სიმ­ძი­მეს.