მედიის ცნობით, კაილი ჯენერი მეორე ბავშვს ელოდება

მედიის ცნობით, კაილი ჯენერი მეორე ბავშვს ელოდება

ამერიკელი ტელევარსკვლავი კაილი ჯენერი ფეხმძიმედაა, ის ტრევის სკოტიგან მეორე შვილს ელოდება. ამის შესახებ ინფორმაციას TMZ ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, წყვილი მეორე ბავშვს ელოდება და მათი 3 წლის შვილი სტორმი უფროსი და გახდება. ჯერჯერობით არც ბავშვის სქესი და არც მშობიარობის დრო ცნობილი არ არის.

ბოლო წლების განმავლობაში კაილი ჯენერმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ არ სურდა თავისი შვილი, სტორმი ერთადერთი ყოფილიყო. ჯენერის თქმით, მას ბავშვის გაჩენა 2020 წელსაც სურდა, თუმცა ამისთვის მზად ჯერ არ იყო.

კაილიმ თავისი პირველი ორსულობა საიდუმლოდ შეინახა და ფეხმძიმობის ძირითადი პერიოდი თავის სახლში გაატარა, საინტერესოა როგორ გაატარებს მილიარდერი თავის მეორე ფეხმძიმობას.