დღეს, რაც ნამდვილად ზუსტად შემიძლია ვთქვა, ორსულებში „ფაიზერით" ვაქცინაცია არის სრულიად უსაფრთხო, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა. „რაც შეიძლება სწრაფად, ყველა ორსული ვაქცინაციაში უნდა ჩაერთოს", - თქვა გაბუნიამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბოლო დროს ორსულების გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, რაც უკიდურესად საგანგაშოა.