დღეის მდგომარეობით პრაქტიკულად სავსეა საწოლფონში, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ნოდარ ჩიმაკაძემ განაცხადა. მან მოსახლეობას რეგულაციების დაცვისა და ვაქცინაციაში უფრო აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა.
„რა თქმა უნდა, მედიკოსები ძალისხმევას არ იშურებენ, მაგრამ მათი რესურსებიც პიკზეა, ამოწურვადია და შეიძლება ერთხელაც მოხდეს ამ რესურსის ამოწურვა. ამიტომ, უნდა მოუფრთხილდეთ. მოვუწოდებ მოსახლეობას ატაროს ნიღაბი, გაიკეთოს ვაქცინაცია, რაც მოგვცემს იმას, რომ ერთად დავასრულებთ პანდემიას“, - განაცხადა ჩიმაკაძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 501 297 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 436 977, გარდაიცვალა 6 590 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.