ხელისუფლებას ძალიან მყარი და დინამიური საარჩევნო კამპანია აქვს. ჩვენ ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჯიმში ვუყურებთ, როგორ ხდება ჩვენი ღირსეული კანდიდატების წარდგენა ყველა მუნიციპალიტეტში, როგორც მერის პოზიციაზე, ისე საკრებულოს წევრების, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა
მისი თქმით, ეს არის არა მარტო კარგი და განახლებული საკადრო რესურსი, ეს არის გაკეთებულ საქმეებზე დამყარებული ის პერსპექტივა, რომელიც თითოეული მოქალაქისა და მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადამიანის კეთილდღეობაზე უკვე აისახა და შემდგომშიც გაგრძელდება წინსვლა.
„ოპოზიციას არ გააჩნია არც ახალი სახე, არც პოზიტიური დღის წესრიგი, არც კონკრეტული შეთავაზება და არც კონკრეტული ხედვა, თუ როგორ უნდა იყოს თვითმმართველობა და თითოეული ჩვენი მოქალაქის ცხოვრება ადგილზე. მათი პოლიტიკური დღის წესრიგი არის ის, რაც ერთი წლის წინ უკვე მოხდა. წააგეს არჩევნები და შეეცადნენ, რომ ამის შემდგომ ქვეყანაში ე.წ. გაყალბებული არჩევნების ძახილით მოეხდინათ რევოლუციური სცენარის რეალიზაცია, რაც სრული ფიასკოთი დასრულდა. ეს იმდენად მძიმე ფიასკო იყო მათთვის, რომ მათ ვერ მოახერხეს ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლა და სრულიად ინერციით აგრძელებენ ამ წამგებიანი პოლიტიკური პასეანსის გათამაშებას. დღეს მათ არც ერთი ახალი პოზიტიური ახალი სახე არ გააჩნიათ ადგილზე და მათ არც ერთი კონკრეტული შეთავაზება არ გააჩნიათ. ისინი სიტყვა არჩევნებსაც გაურბიან და რაღაც გაურკვეველ რეფერენდუმს იძახიან, რასაც რეალობასთან და თვითმმართველობის არჩევნებთან არანაირი კავშირი არ გააჩნია და ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ იქნებ რამენაირად 3 ოქტომბერს, როდესაც არჩევნები დამთავრდება, ისევ დაიწყონ ყვირილი გაყალბებულ არჩევნებზე, რაც აბსოლუტურად უპერსპექტივოა არათუ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც ამ გაბანკროტებულ პროექტს მხარს არავინ დაუჭერს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.