პოლიციამ ამერიკელი კაცის საძინებელში მოპარული ცხენი იპოვა

პოლიციამ ამერიკელი კაცის საძინებელში მოპარული ცხენი იპოვა

სამხრეთ კაროლინის შტატში პოლიციამ დააკავა კაცი, რომელმაც ცხენი მოიპარა და მას საკუთარ საძინებელში მალავდა. ამის შესახებ გამოცემა Unilad-ი წერს.

მეზობლებმა ქუჩაში ცხენზე მჯდომი გერი ჩეიზ კობლი უმცროსი შენიშნეს და ივარაუდეს, რომ მან ცხენი მოიპარა.

მას შემდეგ ადგილზე მისულმა პოლიციამ კაცი საძინებლიდან გამოიყვანა, მათ ოთახში მოპარული ცხენი დახვდათ. ცხენის პოვნის შემდეგ პოლიციამ მისი პატრონი გამოიძახა, რომელმაც განაცხადა, რომ ცხენის ფასი დაახლოებით 6,5 ათასი დოლარია.

კობლს ცხენის ქურდობისთვის წარედგინა ბრალი, მანამდე კი მას ქურდობისა და კერძო ტერიტორიაზე შეღწევის გამოც ეძებდნენ.