ამერიკელ მსახიობს სკარლეტ იოჰანსონს და მის ქმარს, კომიკოს კოლინ ჯოსტს შვილი გაუჩნდათ. ამის შესახებ ჯოსტმა Instagram-ზე დაწერა.
„ბიჭი გაგვიჩნდა. მას კოსმო ჰქვია. ძალიან გვიყვარს“, - დაწერა მან.
ხმები იოჰანსონის ორსულობის შესახებ დაახლოებით ერთი თვის წინ გავრცელდა, რამდენიმე დღის წინ კი ინფორმაცია ჯოსტმაც დაადასტურა.