კრიმინალურ სერიალში Black Mafia Family-ი, რომელიც 1980-იან წლებში მოქმედ დანაშაულებრივ დაჯგუფებაზე მოგვითხრობს, ერთ-ერთ როლს ამერიკელი რეპერი ემინემი შეასრულებს. ამის შესახებ გამოცემა People წერს.
ემინემს ერგო „თეთრკანიანი რიკის“ სახელით ცნობილი კაცის როლი, რომელიც აშშ-ის ისტორიაში FBI-ის ყველაზე ახალგაზრდა ინფორმატორი იყო. 48 წლის ემინემის „გაახალგაზრდავებისთვის“ კომპიუტერული გრაფიკა იქნება გამოყენებული.
აღსანიშნავია, რომ სერიალის მთავარი პროდიუსერი ემინემის მეგობარი, რეპერი 50 Cent-ია.
„ვერ გადავიღებდით დეტროიში მომხდარი მოვლენების შესახებ სერიალს ისე, რომ ემინემს მასში მონაწილეობა არ მიეღო“, - აღნიშნა 50 Cent-მა.
სერიალის პრემიერა 26 სექტემბერს გაიმართება.