ირაკლი ზარქუა: არჩევნები კარს არის მომდგარი და ოპოზიცია ჯერ კიდევ არაა ჩამოყალიბებული, რაზე ისაუბროს

ირაკლი ზარქუა: არჩევნები კარს არის მომდგარი და ოპოზიცია ჯერ კიდევ არაა ჩამოყალიბებული, რაზე ისაუბროს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, არჩევნები კარს არის მომდგარი და ოპოზიცია ჯერ კიდევ არაა ჩამოყალიბებული, რაზე ისაუბროს.

„არჩევნები, ფაქტობრივად, კარს არის მომდგარი და ოპოზიციას ჯერ კიდევ არც აქვთ ჩამოყალიბებული, რაზე ისაუბრონ და რა პროგრამა წარადგინონ. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ქაოსსა და დაბნეულობაზე. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ გავაგრძელოთ ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ რეგიონებში - წარდგენები, პრეზენტაციები და მოსახლეობასთან შეხვედრები. ისმის მწვავე კრიტიკაც და სადაც საკრიტიკოა, ჩვენ ჯანსაღ კრიტიკას მივიღებთ და უნდა გამოვასწოროთ. ეს არის სწორი პოლიტიკა და მიდგომა“, - აცხადებს ზარქუა.

Katana . "ოპოზიცია ჯერ კიდევ არაა ჩამოყალიბებული, რაზე ისაუბროს"

რასა ბრძანებთ!
ძალიანაც კარგად არიან ჩამოყალიბებული და ზუსტად იციან, რაზე უნდა ისაუბრონ: გაყალბებულ არჩევნებზე, რომლშიც ოპოზიციას ასპროცენტიანი გამარჯვება მოჰპარეს!
არ გამიკვირდება, რომ უკვე წერდნენ ხელისუფლების დამხობისკენ მომწოდებელ ტრანსპარანტებს, რომლებითაც არჩევნების მეორე დღეს გამოეფინებიან ქუჩებში! :)
3 წლის უკან