ჯოზეფ ბორელი ავღანეთში განვითარებული მოვლენებზე - ეს არის კატასტროფა და კოშმარი

ჯოზეფ ბორელი ავღანეთში განვითარებული მოვლენებზე - ეს არის კატასტროფა და კოშმარი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი ავღანეთში განვითარებული მოვლენებს „კატასტროფას და კოშმარს“ უწოდებს.

მისი თქმით, ევროკავშირის თანამშრომლების პირველმა ჯგუფმა, 106 პირმა, ავღანეთი უკვე დატოვა და მადრიდში ჩავიდა.

ქვეყნები ავღანეთიდან საკუთარი მოქალაქეებისა და ავღანელების ევაკუაციას განაგრძობენ. მედიის ინფორმაციით, „თალიბანი“, რომელიც ქაბულის აეროპორტისკენ მიმავალ გზებს აკონტროლებს, მოქალაქეებს დაბრკოლებებს უქმნის