აშშ-ის მთავრობა ქაბულში ჩარჩენილ ამერიკის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ საერთაშორისო აეროპორტში მათ უსაფრთხო გადაყვანას ვერ უზრუნველყოფს

აშშ-ის მთავრობა ქაბულში ჩარჩენილ ამერიკის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ საერთაშორისო აეროპორტში მათ უსაფრთხო გადაყვანას ვერ უზრუნველყოფს

ავღანეთში აშშ-ის საელჩო ქაბულში ჩარჩენილ ამერიკის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ აშშ-ის მთავრობა ჰამიდ ქარზაის საერთაშორისო აეროპორტში მათ უსაფრთხო გადაყვანას ვერ უზრუნველყოფს.

„შეერთებული შტატების მთავრობას არ შეუძლია უზრუნველყოს უსაფრთხო გადაყვანა ჰამიდ ქარზაის საერთაშორისო აეროპორტში“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ავღანეთში აშშ-ის საელჩოში აღნიშნავენ, რომ ქაბულში უსაფრთხოების მდგომარეობა სწრაფად იცვლება, მათ შორის აეროპორტშიც.

15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ტაჯიკეთში გაიქცა.

1-ელ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო. 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა.

ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანაში უსაფრთხოების მკვეთრად გაუარესებული მდგომარეობა აშშ-ის მიერ ჯარების გაყვანის მოულოდნელ გადაწყვეტილებას დაუკავშირა.