ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში გიორგი გახარიას პარტიის წევრის, აკაკი ბართაიას დაკავებას ეხმიანება და წერს, რომ გახარიას პარტიის წევრი ცნობილი კანონიერი ქურდის ლავასოღლის ღია მხარდამჭერია.
,,სასწაული ამბავია გახარიას გუნდის განცხადებით, აკაკი ბართაიას იარაღი ჩაუდეს... სიმართლე კი ეს არის:
- ბართაია ამჟამადაც 15 000 ლარიანი გირაოს ქვეშაა
- ცნობილი კანონიერი ქურდის, ლავასოღლის ღია მხარდამჭერია
- და ბოლოს, ბათუმში აქციაზე დააკავეს, სადაც ლავასოღლის მხარს უჭერდა და იცით ვინ დააკავა? გახარიას პოლიტსაბჭოს წევრმა, კოტე ანანიაშვილმა” - წერს ბოჟაძე facebook -ზე.