„ნაცმოძრაობის“ ბოლნისის ორგანიზაციის აქტივისტების ნაწილი თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს

„ნაცმოძრაობის“ ბოლნისის ორგანიზაციის აქტივისტების ნაწილი თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბოლნისის ორგანიზაციის აქტივისტების ნაწილი თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.

აქტივისტებმა დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ პარტიაში რჩებიან, თუმცა არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ, ასევე არ ჩაერთვებიან წინასაარჩევნო პროცესებში.

მათივე განცხადებით, საარჩევნო სიაში არცერთი ის ადამიანი არ მოხვდა, რომელიც „ნაცმოძრაობის“ ინტერესებს არჩევნებზე აქტიურად იცავდა. საარჩევნო პროცესში 20 სოფლის 30-მდე კოორდინატორი აღარ ჩაერთვება. მათ შორისაა არიფ იუსუბოვი, რომელიც საპარლამენტო არჩევნების დროს ნახიდურში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაში ფიგურირებდა.