დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 12 წელს ზემოთ მოსახლეობის ვაქცინაცია, სავარაუდოდ, შემოდგომაზე დაიწყება.
როგორც გამყრელიძე ამბობს, ისინი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ევროპის წამლის სააგენტოს რეკომენდაციას ელოდებიან.
„ცრიან, ძირითადად, “ფაიზერით“ და “მოდერნათი“, რადგან ამ ორ ვაქცინაზე, ამ ასაკში კლინიკური კვლევები დიდი ხანია დამთავრებულია და საკმაოდ ეფექტიანია.
ველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ევროპის წამლის სააგენტოს გადაწყვეტილებას. როგორც კი რეკომენდაცია იქნება, რა თქმა უნდა, დავიწყებთ აცრას. ვფიქრობ, შემოდგომაზე დავიწყებთ ამ ასაკის პირების აცრას“,- განაცხადა გამყრელიძემ.