ანუკი არეშიძე ბრალდებას პასუხობს – დიზაინერი განცხადებას ავრცელებს

ანუკი არეშიძე ბრალდებას პასუხობს – დიზაინერი განცხადებას ავრცელებს

დიზაინერი ანუკი არეშიძე ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს.

დიზაინერი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში განმარტავს, რომ შპს „ანოუკის“ არც შპს „თბილსერვის ჯგუფის“ და არც სხვა რომელიმე სამთავრობო სტრუქტურის უნიფორმებისწარმოებასთან არავითარი პირდაპირი ან ირიბი შემხებლობა არ ჰქონია.

„მსურს გავაკეთო ოფიციალური კომენტარი, გუშინ მედიის საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციაზე და სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ შპს „ანოუკის“ დაფუძნების დღიდან დღემდე, არავითარი პირდაპირი ან ირიბი შემხებლობა არ ჰქონია არც შპს „თბილსერვის ჯგუფის“ და არც სხვა რომელიმე სამთავრობო სტრუქტურის უნიფორმების წარმოებასთან. მეტიც, არც კომპანიის მომავალ გეგმებში შედის მსგავსი ტიპის მომსახურების გაწევა სახელმწიფო სტრუქტურებისთვის.

დავაზუსტებ, რომ დღევანდელ დღეს კომპანიის მთლიანი რესურსი მომართულია ბრენდ „ანუკის“ ქალის ტანსაცმლის სეზონურ წარმოებასა და რეალიზაციაზე. განსაკუთრებით გვეამაყება, რომ ჩვენი ბრენდის ქვეშ წარმოებული სამოსი წარმატებით გადის ექსპორტზე მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. შესაბამისად, ჩვენი მთავარი მიზანი და ორიენტირი გახლავთ საექსპორტო ბაზრების გაფართოება და საქართველოში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაცია მსოფლიო მასშტაბით“, – წერს ანუკი არეშიძე სოციალურ ქსელში.

Katana . ბარემ გეთქვათ, რომელი იყო ეს "ერთ-ერთი მედიასაშუალება", ვინაიდან, მინიმუმ 3 მედიასაშუალება ვიცით ისეთი, არანაირი ტყუილის შეთხზვა-გავრცელებას არ მოერიდება, ოღონდ კალაძეს ჩრდილი მიაყენონ და რაიმეში დაადანაშაულონ!..
*
(კიდევ ერთხელ: მიიღეთ ეს ოხერი კანონი ცილისწამებასთან დაკავშირებით! ისეთი კანონი, რომელიც მწარედ დაარტყამს ცილისმწამებელს ხელებზეც და ჯიბეზეც!).
3 წლის უკან