პრინცესა დიანას შესახებ გადაღებული ფილმის „სპენსერის“ პრემიერის თარიღი ცნობილია. გამოცემა People-ის ცნობით, კინოთეატრების ეკრანებზე „სპენსერი“ 5 ნოემბერს გამოჩნდება.
ფილმში მოქმედება 1990-იანი წლების დასაწყისში ხდება, როდესაც შობის დღესასწაულზე ოჯახთან ერთად ნორფოლკში ჩასული პრინცესა დიანა პრინც ჩარლზთან განქორწინებას გადაწყვეტს.
ფილმის რეჟისორი ჩილელი პაბლო ლარაინია, პრინცესა დიანას როლს კი კრისტენ სტიუარტი ასრულებს.