სიდნეიში სუპერმარკეტში მისულმა ქალმა თაროზე ცოცხალი გველი აღმოაჩინა

სიდნეიში სუპერმარკეტში მისულმა ქალმა თაროზე ცოცხალი გველი აღმოაჩინა

ავსტრალიაში სუპერმარკეტში საყიდლებზე მისულმა ქალმა სანელებლების თაროზე გველი აღმოაჩინა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 25 წლის ჰელაინა ალატი 3-მეტრიან შხამიან პითონს გადაეყარა. საბედნიეროდ, ალატი ველური ცხოველების გადარჩენის ცენტრში მუშაობს, ამიტომ არ დაიბნა.

„პირდაპირ მე მიყურებდა, თითქოს მეუბნებოდა „შეგიძლია გარეთ გამიყვანო?“ - იხსენებს ქალი.

ალატიმ გველს ვიდეო გადაუღო, რის შემდეგაც მომხდარის შესახებ სუპერმარკეტის თანამშრომლებს შეატყობინა. მერე კი სახლში დაბრუნდა, მაღაზიაში სპეციალური ჩანთით დაბრუნდა, რომელშიც გველი ჩასვა. ამის შემდეგ მან გველი გარეთ გაიყვანა და გაათავისუფლა.