საქართველოს პრემიერ--მინისტრი ბიძინა ივანიშვილი „მილენიუმ ჩელენჯ კორპორეიშენის" ვიცე-პრეზიდენტის მოადგილეს ტომ ჰარლის და „მილენიუმ ჩელენჯ საქართველოს" წარმომადგენლობის დირექტორს - ჯეიმს მაკნიკოლასს შეხვდა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი, განათლების და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი კირვალიძე და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური. შეხვედრაზე მხარეებმა „ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის" მეორე კომპაქტის დეტალები განიხილეს.