კომპანია Netflix-ი და ფეხსაცმლის ბრენდი Malone Souliers სერიალ „ბრიჯერტონების“ მოტივზე ერთობლივ კოლექციაზე მუშაობენ. ამის შესახებ WWD წერს.
კოლექციაში ქალის და კაცის 15 მოდელი შედის, რომლებიც სერიალის გმირების სტილს ასახავს. კოლექციის გაყიდვა 2022 წელს დაიწყება, თითო წყვილის ფასი 450-დან 600 დოლარამდე იქნება.
ამ ეტაპზე უცნობია როგორ გამოიყურება ფეხსაცმელი, მაგრამ დიზაინერმა მერი ელის მელოუნმა აღნიშნა, რომ რეგენტობის ეპოქის ესთეტიკაზე იმუშავებს და მას თანამედროვე ელფერს შესძენს.
„ბრიჯერტონების“ დიდი თაყვანისმცემელი ვარ. ეს თანამშრომლობა ძალიან საინტერესოა დიზაინის თვალსაზრისით, საშუალებას მაძლევს რეგენტობის ეპოქის მოდის დიდებას შევეხო“, - განაცხადა მან.
იანვარში „ბრიჯერტონი“ Netflix-ის ისტორიაში ყველაზე პოპულარული სერიალი გახდა. ახლა შოუს მეორე სეზონის გადაღებები მიმდინარეობს.