რა ელის კაცობრიობას მომავალში

რა ელის კაცობრიობას მომავალში

ცოტა ხნის წინ საექსპერტო პროექტმა TECHCAST გამოაქვეყნა კაცობრიობის განვითარების ყველაზე სავარაუდო სცენარები უახლოესი ათწლეულების განმავლობაში. ალბათ საინტერესო იქნება იმის გაგება თუ რა გველის უახლოეს 30 წელიწადში.

2020 წელი

ახალი მაღალტექნოლოგიური რევოლუციის დასაწყისია. მის მამოძრავებელ ძალად იქცევა „მწვანე“ ბიზნესი, ალტერნატიული ენერგეტიკა და ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისკენ მიმართული საქმიანობა, რომელიც გარემოს სისუფთავეს არ დაემუქრება. დიდი ბიზნესი ეკოლოგიურ რელსებზე გადავა.

მსოფლიო ავტოპარკში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ჰიბრიდული ავტომანქანები, რომლებიც საწვავად წყალბადს, ბიოსაწვავსა და ელექტროენერგიას გამოიყენებენ.

2030 წელი

ენერგიის ერთ მესამედს განახლებადი წყაროებიდან მიიღებენ. განვითარდება სოფლის მეურნეობა. სწრაფად განვითარდება კომპიუტერული და ბიოტექნოლოგიები, რასაც შედეგად მედიკამენტების ახალი თაობა მოჰყვება. კერძოდ, დნმ-ის შესწავლაში ძვრები ადამიანის შინაგანი ორგანოების (გულის, ღვიძლის, თირკმლების) კლონირებას შესაძლოს გახდის, ისევე როგორც მათი გადანერგვის ოპერაციებს. ბევრ უკურნებელ დაავადებას დაამარცხებენ გენეტიკური თერაპიით.

ფართოდ გავრცელდება კოსმოსური ტურიზმი. ელექტროენერგია დეფიციტური აღარ იქნება. ავარიები ელექტროგადამცემ ხაზებსა და ქვესადგურებზე წარსულს ჩაბარდება. სამაგიეროდ, გახშირდება საინფორმაციო ქსელებში.

მანქანებს პირადი საფრენი აპარატები ჩაენაცვლება. ავიალაინერები და მატარებლები დიდი სიჩქარით იმოძრავებენ. დიდი ძვრებია მოსალოდნელი ბირთვული ენერგეტიკის სფეროში.

2040 წელი

შეიქმნება მუდმივი კოლონია მთვარეზე. ოდნავ მოგვიანებით ადამიანი ფეხს დაადგამს მარსზე. კოსმოსი მსოფლიო ეკონომიკის შემადგენელი ნაწილი გახდება. ამავდროულად, დაიწყება კრიზისი ინდუსტრიალიზაციაში. მოსალოდნელია ეთნოსური და კონფესიათაშორისი კონფლიქტებისა და ასევე, მასობრივი განადგურების იარაღთან დაკავშირებული პრობლემების გამწვავება.

არ არის გამორიცხული ბირთვული იარაღის გამოყენება ახლო აღმოსავლეთში, რაც რამდენიმე დიდი ქალაქის განადგურების მიზეზი გახდება. ამან, თავის მხრივ, შესაძლოა, არნახული მსოფლიო კრიზისი გამოიწვიოს. ამ ვითარებაში მსოფლიოში ბევრად დიდ როლს შეასრულებენ რელიგიური ლიდერები, კორპორაციები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები.