„ანჟიმ“ ვიქტორ ვალდესს დაუმიზნა

„ანჟიმ“ ვიქტორ ვალდესს დაუმიზნა

რამდენიმე საათის წინ ესპანურმა გამოცემამ „Marca” საინტერესო ცნობა გაავრცელა.

ცნობილი გახდა, რომ მახაჩკალის „ანჟის“ სპორტული დირექტორი რობერტო კარლოსი „ბარსელონას“ კარის დარაჯ ვიქტორ ვალდესს დაუკავშირდა და დაღესტნურ გუნდში თამაში შესთავაზა.

საიდუმლოს არ წარმოადგენს რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ვალდესი კატალონიურ გუნდს დატოვებს. წესითა და რიგით ვიქტორს კარიერა ლონდონის „არსენალში“ უნდა გაეგრძელებინა, მაგრამ მოულოდნელად საქმეში  „ანჟი“ ჩაერთო.

„Marca”-ს მტკიცებით, „ანჟის“ მფლობელმა სულეიმან ქერიმოვმა ვიქტორ ვალდესს წლიური ანაზღაურების სახით 10 მილიონი ევრო შესთავაზა. ჯერჯერობით უცნობია თავად მეკარის აზრი ამ წინადადების შესახებ.

ვიქტორ ვალდესს „ბარსელონასთან“ გაფორმებული ხელშეკრულება მომავალ წელს უსრულდება. კლუბის არაერთი მცდელობის მიუხედავად, კარის დარაჯმა მისი გაგრძელება არ მოისურვა.

ესპანეთის მიმდინარე პირველობაზე ვიქტორ ვალდესმა 26 შეხვედრა ჩაატარა და 30 ბურთი გაუშვა.