32 წლის ამერიკელმა ქალმა მე-12 შვილი გააჩინა

32 წლის ამერიკელმა ქალმა მე-12 შვილი გააჩინა

არკანზასის შტატში მცხოვრებმა 32 წლის ბრიტნი ჩერჩმა მე-12 შვილი გააჩინა. ამის შესახებ გამოცემა The Sun-ი წერს.

პირველი შვილი - კრიზმანი ბრიტნი ჩერჩმა 16 წლის ასაკში გააჩინა. ამის შემდეგ მას და კრიზმანის მამას კიდევ 4 შვილი ეყოლათ.

ქმართან დაშორების შემდეგ ბრიტნიმ მეექვსე შვილი გააჩინა, 2014 წელს თავისი მეორე მეუღლე - კრისი გაიცნო, რომლისგანაც კიდევ 6 შვილი გააჩინა.

მისი უფროსი შვილი ახლა 15 წლისაა, უმცროსი კი მიმდინარე წლის ივლისში დაიბადა.