სამხრეთკორეელ ჩემპიონს სამშობლოში მოკლე თმის გამო აკრიტიკებენ. სოლიდარობის ნიშნად, ათობით ათასმა ქალმა ვარცხნილობა შეიცვალა

სამხრეთკორეელ ჩემპიონს სამშობლოში მოკლე თმის გამო აკრიტიკებენ. სოლიდარობის ნიშნად, ათობით ათასმა ქალმა ვარცხნილობა შეიცვალა

20 გოგომ, მშვილდოსანმა ან სანმა ტოკიოს ოლიმპიადაზე 3 ოქროს მედალი მოიპოვა, თუმცა, ქებასთან ერთად, მის ასპარეზობას მწვავე კრიტიკაც მოჰყვა, - ამის შესახებ BBC წერს.

მიზეზი, ზოგიერთი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ძალიან უცნაურია - მოკლე თმა. მას სწორედ მოკლედ შეჭრილი თმის გამო ლანძღავენ და როგორც BBC წერს, „ფემინისტს“ უწოდებენ. ეს ტერმინი სამხრეთ კორეაში, ხშირად, ესმით, როგორც „კაცების მოძულე“.

„კარგია, რომ ოქრო მოიპოვა, მაგრამ მოკლედ შეჭრილი თმა მას ფემინისტს ამსგავსებს. თუ ეს მართლაც ასეა, ჩემი სიტყვები უკან მიმაქვს. ყველა ფემინისტი უნდა მოკვდეს“, - დაწერა ერთ-ერთმა ადგილობრივმა კაცმა სოციალურ ქსელში.

მიუხედავად ლანძრვისა, კრიტიკის ზრდასთან ერთად, გაიზარდა მისი მხარდამჭერების რაოდენობაც, ამან კი, კამპანიის სახეც მიიღო. ათობით ათასმა ქალმა ვარცხნილობა შეიცვალა და დაიწყო ფოტოების გამოქვეყნება, რომლებზეც ისინი მოკლე თმით ჩანან.

როგორც BBC წერს, მრავალი წელია, სამხრეთ კორეაში დისკრიმინაციასა და მიზოგინიას ებრძვიან.