დონარუმას პარიზში სატრფო არ მიჰყვება

დონარუმას პარიზში სატრფო არ მიჰყვება

კიდევ ერთხელ გამართლდა აპენინინური ბულვარული პრესის ვარაუდები და როგორც “ყვითელი მოკალმეები“ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ფიქრობდნენ, მილანიდან პარიზში გადაბარგებულ იტალიის ნაკრების მეკარე ჯანლუიჯი დონარუმას თან მისი გულისსწორი, ალესია ელეფანტე არ გაჰყვა.

არადა, როდესაც ევროპის ჩემპიონატი იტალიელთა ტრიუმფით დასრულდა, პაპარაცებმა კუნძულ სარდინიაზე წამოდრანგული ჯანლუიჯი და მისი სატრფო, მოდელი ალესია ელეფანტე ერთად მრავალგზის დააფიქსირეს. როგორც ჩანს, მედიას ინფორმაციის მოპოვების სხვა გზებიც ჰქონდა, რადგან მაშინვე ივარაუდეს, რომ ალესია პარიზში არ წავიდოდა.

არ იფიქროთ, რომ ამ გოგოს ევროპის ულამაზეს ქალაქში - პარიზში ცხოვრება არ სურს. მით უმეტეს, რომ საფრანგეთის დედაქალაქი ყველა მოდელისთვის სასურველი და საოცნებოა. საქმე იმაშია, რომ მიმდინარე წლის გაზაფხულზე ალესიას აუხდა ოცნება და ერთ-ერთ ცნობილ მილანურ სამოდელო სააგენტოსთან გააფორმა მსუყე კონტრაქტი და ჟურნალისტები ლოგიკურად ფიქრობდნენ, რომ ამ კონტრაქტს ელეფანტე ვერ შეელეოდა.