რეკორდული მანძილის დაფარვის შემდეგ, ბრიტანეთიდან რუსეთში ჩაფრენილი ღამურა კატამ მოკლა

რეკორდული მანძილის დაფარვის შემდეგ, ბრიტანეთიდან რუსეთში ჩაფრენილი ღამურა კატამ მოკლა

ღამურა, რომელმაც ლონდონის ზოოპარკს დააღწია თავი, 2 018 კილომეტრი იფრინა და რუსეთში, ფსკოვის ოლქში აღმოჩნდა, კატამ იმსხვერპლა, - ამის შესახებ BBC წერს.

ადამიანის თითისხელა ღამურას ფრთაზე სპეციალური ნიშანი - London Zoo (ლონდონის ზოოპარკი) აღმოაჩნდა. ის ფსკოვის ოლქის ერთ-ერთ სოფელში, ადგილობრივმა, სვეტლანა ლაპინამ იპოვა და მის შესახებ დიდი ბრიტანეთის ღამურების კონსერვაციის ცენტრს აცნობა.

ირკვევა, რომ ღამურა „რეკორდსმენიცაა“ - ბრიტანეთიდან, ევროპის გავლით, ეს ყველაზე გრძელი მოგზაურობაა, რომელიც ოფიციალურად აღუწერიათ.

ღამურა (სახეობა - Nathusius' pipistrelle) სულ რაღაც 8 გრამს იწონიდა.