ფინეთში ხეებთან ჩახუტების მეორე საერთაშორისო ჩემპიონატი გაიმართება. ინფორმაცია ამის შესახებ ჩემპიონატის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
კორონავირუსის პანდემიის გამო შეჯიბრის პირველ ეტაპში მონაწილეობას მხოლოდ ფინეთში მცხოვრები ადამიანები შეძლებენ. მათ 8 წუთის განმავლობაში რაც შეიძლება მეტ ხესთან ჩახუტება უნდა მოასწრონ. ამასთან, თითო ჩახუტება სულ მცირე 5 წამს უნდა გრძელდებოდეს. ჟიური ასევე შეაფასებს რამდენად კრეატიულად მიუდგებიან კონკურსანტების დავალების შესრულებას.
სხვა ქვეყნებში მცხოვრებ მონაწილეებს კი ორგანიზატორები ხეებთან ჩახუტების ფოტო ან ვიდეომასალის გადაღებას სთავაზობენ. მათ სურათები და ვიდეო 28 აგვისტომდე ორგანიზატორებს უნდა გაუგზავნონ ან გამოაქვეყნონ Instagram-ზე ჰეშტეგებით #TreeHugging2021 და #HaliPuu. ამასთან, ონლაინ ეტაპის მონაწილემ ხეების კოორდინატები უნდა მიუთითოს და განმარტოს თუ რატომ აირჩია სწორედ ესა თუ ის ხე.
ონლაინ ჩემპიონატის გამარჯვებულს 2022 წლის ჩემპიონატში მონაწილეობისთვის ფინეთში დაპატიჟებენ. წელს კონკურსში მონაწილეობენ ესპანეთის, აშშ-ის, რუსეთის, შვეიცარიისა და უკრაინისა წარმომადგენლები.