მამუკა მდინარაძე: კვლევის ეს შედეგები მოულოდნელი არ იყო, რადგან ჩვენც გვაქვს შიდა კვლევები და დაახლოებით მსგავსი მონაცემები გვაქვს

მამუკა მდინარაძე: კვლევის ეს შედეგები მოულოდნელი არ იყო, რადგან ჩვენც გვაქვს შიდა კვლევები და დაახლოებით მსგავსი მონაცემები გვაქვს

კვლევის ეს შედეგები მოულოდნელი არ იყო, რადგან ჩვენც გვაქვს შიდა კვლევები, ყველა პარტია აკეთებს ამას და დაახლოებით მსგავსი მონაცემები გვაქვს, იქ ცოტა უფრო მეტია და დაახლოებით ჯდება ცდომილების ფარგლებში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, გარდა გამარჯვების მოლოდინისა, მმართველ პარტიას მოლოდინი აქვს, რომ ეს რეიტინგი კიდევ უფრო და მნიშვნელოვნად გაიზარდება.

„ამის პრაქტიკაც გვაქვს. მაგალითად, 2016 წელს, თუ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო 48% საპარლამენტო არჩევნებში, თვითმმართველობის არჩევნების სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს მონაცემები გაიზარდა და იყო 56%. ჩვენ ყველა ვარიანტში ველოდებით 50%-ზე მეტსა და მაღალ შედეგს და ეს იქნება „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დამსახურებული გამარჯვება და ჩვენს ოპონენტებს მოუწევთ მარცხთან შეგუება. ამ კვლევის შედეგებიც ამაზე მეტყველებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საერთაშორისო ორგანიზაცია GORBI-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, პარტიებს შორის „ქართული ოცნება“, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის კი კახა კალაძე ლიდერობს.