შალვა პაპუაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, პიროვნული ტრაგედია პოლიტიკური დივიდენდებისთვის გამოიყენოს

შალვა პაპუაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, პიროვნული ტრაგედია პოლიტიკური დივიდენდებისთვის გამოიყენოს

ის ტექსტი, რაც ჩვენ წავიკითხეთ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მსგავსი ბოროტი გეგმების დაგეგმვით არის დაკავებული, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობების მდივანი, შალვა პაპუაშვილი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის Facebook-სტატუსს, რომელიც მან მოგვიანებით წაშალა.

„დიდი ხანია ვსაუბრობთ ორ რამეს პირველი: მიხეილ სააკაშვილი როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე ჩართულია წინასაარჩევნო კამპანიაში, რაც არის ქართული კანონმდებლობის დარღვევა, ის პირდაპირ ერევა საარჩევნო კამპანიაში და მეორე, მან მანამდე აღიარა, რომ ასევე ერევა მედიასაშუალებების დღის წესრიგის განსაზღვრაში და მათთან კომუნიკაცია აქვს. ახლა კი დაადასტურა, რომ ცდილობს დღის წესრიგი განსაზღვროს საქართველოში.

„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ პიროვნული ტრაგედია გამოიყენოს პოლიტიკური დივიდენდებისთვის. საინტერესოა ის ჯგუფი, სადაც ეს ტექსტი უნდა ჩავარდნილიყო, ვინ არის ის ხალხი ვინც ამ ჯგუფში არიან გაწევრიანებულნი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა, სავარაუდოდ, მხარდამჭერების დახურული ჯგუფისთვის განკუთვნილი სტატუსი საჯაროდ გამოაქვეყნა, შემდეგ წაშალა .როგორც სტატუსში ეწერა კორონავრუსისგან გამოწვეული ტრაგედია „ქართულ ოცნებას“ უნდა დაბრალდეს, ასევე იყო მითითება, რომ საჭიროა მძლავრი კამპანია ,შემდეგ სტილში „ივანიშვილი გკლავს“

„როგორმე უნდა მოხერხდეს, რომ ეს ტრაგედია, რაც საქართველოში ხდება, ივანიშვილს და ქოცებს დამსახურებულად შეეტენოთ, რადგან რეალურად ეს მათი ბრალია. ეს იქნება საბოლოო და შეუვალი განაჩენი, 15 000 ადამიანი დაგვეღუპა აფხაზეთში, აქ თვეში 1000 კაცზე და მეტზე გავალთ. მოკლედ, მძლავრი კამპანია გვჭირდება ,,ივანიშვილი გკლავს“ ეგეთ სტილში“, - დაწერა სააკაშვილმა.