ბიძინა ივანიშვილი შუალედურ არჩევნებზე "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს.
წინასწარი ინფორმაციით, "ქართულმა ოცნებამ" ბაღდათის, სამტრედიისა და ნაძალადევის ოლქებში პროფესიით იურისტები შეარჩია. შუალედურ არჩევნებზე ნაძალადევში თამარ კორძაია იყრის კენჭს, ბაღდათის ოლქში - ადვოკატი პაატა კიკნაველიძე, ხოლო სამტრედიაში - უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, იურისტი გიორგი კახიანი.