უიტნი ჰიუსტონი მსოფლიოს ერთ –ერთ საუკეთესო მომღერლად ითვლებოდა და გარდაცვალების შემდეგაც ის ერთ–ერთ ყველაზე წარმატებულ ქალ შემსრულებლადაა აღიარებული. უიტნი 48 წლის ასაკში, გრემის დაჯილდოების წინა დღეს გარდაიცვალა. კარიერის განმავლობაში მან უამრავი ჯილდო მოიპოვა და არა ერთი პოპულარული ჰიტი შექმნა.
წარმოგიდგენთ ფატებს ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული მომღერალი ქალის, უიტნი ჰიუსტონის შესახებ:
უიტნიმ კარიერის განმავლობაში Grammys–ის 6, Billboard awards–ის 30 და American Music Awards–ის22 ჯილდო მოიპოვა. გინესის რეკორდების წიგნის თანახმად, ის იყო ყველაზე დამსახურებული მომღერალი ქალი 400-ზე მეტი ჯილდოთი.
მან გამოუშვა შვიდი სტუდიური ალბომი, ყველაზე ბოლო 2009 წელს.
ჰიუსტონმა სიმღერა 11 წლის ასაკში ნიუ ჯერსის საეკლესიო გუნდში დაიწყო და პირველი ალბომი 1985 წელს გამოუშვა. ის პროდიუსერმა კლაივ დევისმა აღმოაჩინა.
ჰიუსტონი იყო დიონ უორვიკის ბიძაშვილი. იგი დაქორწინდა ბობი ბრაუნზე 1992 წლის 18 ივლისს და შეეძინა ქალიშვილი. ისინი განქორწინდნენ 14 წლის შემდეგ.
ჰიუსტონის ცხოვრების ბოლო 10 წელი გამოირჩეოდა ნარკოტიკების მოხმარებით, რეციდივების შესახებ ჭორებით და სარეაბილიტაციო ვიზიტებით. 2002 წლის სატელევიზიო ინტერვიუში მან აღიარა მარიხუანის, კოკაინის, ალკოჰოლის და სხვა ნარკოტიკების მოხმარება. 2009 წელს მან რეაბილიტაცია დაიწყო და 2010 წლის აპრილში მედიის ცნობებს, რომ ის ნარკოტიკებს მოიხმარდა კვლავ “სასაცილო” უწოდა. 2011 წლის მაისში ჰიუსტონი ჩაირიცხა ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის სარეაბილიტაციო პროგრამაში.