მარიო ბალოტელიმ შეცდომა აღიარა

მარიო ბალოტელიმ შეცდომა აღიარა

გუშინ იტალიის ეროვნულმა გუნდმა  მსოფლიოს 2014 წლის მორიგი შესარჩევი შეხვედრა ჩაატარა და მალტაში მასპინძლები ორბურთიანი უპირატესობით დაამარცხა - 2:0.

მატჩის გმირი კლუბი „მილანის“ თავდამსხმელი მარიო ბალოტელი გახდა, რომელმაც ამ მატჩში გატანილი ორივე გოლი საკუთარ ანგარიშზე მიითვალა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ბალოტელი გამოცემა „Football Italia”-ს ესაუბრა და ერთი მოულოდნელი განცხადება გააკეთა.

„მიჩნეულია აზრი რომ ვარსკვლავური ავადმყოფობა მჭირს. საიდუმლოს არ წარმოადგენს რომ სხვადასხვა გაუგებრობებში ხშირად ვეხვევი. ამის მიუხედავად გარწმუნებთ, რომ ერთი ჩვეულებრივი ახალგაზრდა ვარ. ჩემი უბედურება ის გახლავთ რომ ცნობილ პიროვნებათა რიცხვს განვეკუთვნები და მას-მედია განსაკუთრებულ ყურადღებას მაქცევს.

მიმაჩნია რომ ცხოვრებაში მხოლოდ ერთი შეცდომა მაქვს დაშვებული. თავის დროზე მილანის „ინტერში“ ასპარეზობისას, ამ გუნდის გასახდელში, კლუბის მაისური დემონსტრაციულად იატაკზე არ უნდა დამეგდო.“ - განაცხადა მარიო ბალოტელიმ.

„სუპერმარიოს“ მიერ მოყვანილი შემთხვევა 2010-2011 წლების ევროპის ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ნახევარფინალური მატჩის შემდეგ დაფიქსირდა. ამ საქციელის გამო ახალგაზრდა ბალოტელი უფროსმა კოლეგა მარკო მატერაციმ სახალხოდ გაასილაქა.