საუკუნენახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც ყველა დროის ერთ–ერთი საუკეთესო ინგლისურენოვანი მწერალი უილიამ თეკერეი დაიბადა. იგი დღეს ინგლისელი მწერლების “ბრწყინვალე ხუთეულში“ შედის და მისი ნაწარმოები – “ამაოების ბაზარი“, რომელიც ინგლისური საზოგადოების პანორამულ სურათს წარმოადგენს.პრაქტიკულად მსოფლიოს ყველა ენაზეა თარგმნილი.
უილიამ თეკერეი 1868 წლის 24 დეკემბერს დაიბადა კალკუტაში, ინდოეთში. იგი იყო რიჩმონდ თეკერეის და ანა ბეკერ ტეკერეის ერთადერთი შვილი. მამამისი, რიჩმონდ თეკერეი მსახურობდა სამხრეთ ინდოეთის კომპანიაში.
უილიამის მამა გარდაიცვალა 1815 წელს, რამაც გადააწყვეტინა დედამისს, რომ უილიამი დაებრუნებინა ინგლისში 1816 წელს (თვითონ კი ინდოეთში დარჩა).უილიამმა განათლება მიიღო ჩარტერჰაუსის კერძო სასწავლებელში. ავადმყოფობის გამო 1829 წლის თებერვლამდე გადაიდო მისი ჩარიცხვა ტრინიტის კოლეჯში, კემბრიჯში.
უილიამ თეკერეი თავის “წიგნი სნობებისთვის, დაწერილი ერთ-ერთი მათგანის მიერ” წერდა: ”ვერც ერთი ჩვენგანი ვერ იქნება დარწმუნებული, რომ სნობები არ ვართ. ასეთ დარწმუნებულობას მედიდურობის ელფერი დაკრავს. იყო მედიდური ნიშნავს იყო სნობი”.