დენიელ რედკლიფს მაყურებლების დიდი ნაწილი ჰარი პოტერის ფილმებიდან იცნობს: ამ ბრიტანელმა მსახიობმა როგორც კინოს, ისე ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ პერსონაჟს შეასხა ხორცი — ბიჭი, რომელიც გადარჩა.
ოდესმე წარმოგიდგენიათ ის ამ ჯადოსნურ სამყაროში სხვა გმირის როლზე? ალბათ, არა, მაგრამ თავად ჰარი პოტერის როლის შემსრულებელს, როგორც ჩანს, ამაზე ნაფიქრი აქვს: ერთ-ერთ პოდკასტში მას ჰკითხეს, ხელახლა რომ გადაიღონ ჰარი პოტერის ფილმები, ვისი როლის შესრულებას ისურვებდა და აი, მისი პასუხიც:
"ალბათ, სირიუსის ან ლუპინის როლს ავირჩევდი. მათზე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ დიდებული პერსონაჟები არიან", — განაცხადა მან.
აღსანიშნავია, რომ ორივე პერსონაჟი მესამე ნაწილში, ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე, ჩნდება: სირიუს ბლექი, რომლის როლსაც გარი ოლდმანი ასრულებს, ჰარი პოტერის ნათლიაა.
ხოლო რემუს ლუპინი ჰოგვორტსის პროფესორია, რომელსაც მსახიობი დევიდ თიულისი განასახიერებს.
დენიელ რედკლიფმა თავისი არჩევანის მიზეზებზეც ისაუბრა:
"რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება ამ ადამიანებთან ერთად იმ საერთო სცენების გადაღებამ განაპირობა, რომლებიც ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი მოგონებებია".