გერმანიის ქალაქ კილის სასამართლომ 14-თვიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა პენსიონერს, რომელიც ვილაზე, ავტოფარეხში „პანტერას“ ტიპის ტანკს, მეორე მსოფლიო ომის დროინდელ საზენიტო ქვემეხს და სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლ იარაღს ინახავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
გარდა ამისა, 84 წლის კაცმა ჯარიმის სახით 250 ათასი ევრო უნდა გადაიხადოს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, პენსიონერს 2 წლის განმავლობაში ტანკისა და ქვემეხის რომელიმე მუზეუმისთვის მიყიდვა დაევალა.
2015 წელს პენსიონერის ვილაზე ჩატარებული ჩხრეკის კადრებმა მთელი მსოფლიო მოიარა. აღსანიშნავია, რომ კაცი ბრალს არ აღიარებდა და თავს კოლექციონერად თვლიდა.